„ინჟმშენი“

 „ინჟმშენი“ (სააქციო საზოგადოება ფირმა „ი ნ ჟ მ შ ე ნ ი") თბილისის მ ე რ ი ი ს ა, სამშენებლო ორგანიზაცია. ­თბილისის გაზიფიკაციასთან დაკავშირებით 1958 საქალაქო საბჭოს აღმასკომთან შეიქმნა სამაშ.-სამონტაჟო ორგანიზაცია „თბილგაზმშე­ნი", რ-საც დაევალა თბილისის ტერიტორიაზე ბაქო–თბილისის მაღალი წნევის გაზსადენისა და გაზგამანაწილებელი სადგურების მშენებლობა. 1960-იდან თბილისში ფართო მასშტაბით გა­ი­შა­ლა კომუნ. და სხვ. ობიექტების მშენებლობა. 1961 „თბილგაზმშენის" ბაზაზე ჩამოყალიბდა მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საინჟ. ნაგებობათა მშენებლობის ტრესტი „ინჟმშენი". 1965 მას შეუერთდა ქალაქის გზათა მშენებლობის სამმართველო. 1994 ტრესტის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იგი გარდაიქმნა თბილ. მერიის მუნი­ციპალურ საწარმოო ფირმა „ინჟ­მშენად", რ-იც 1996 ჩამოყალიბდა სააქციო საზ-ბად.

„ი-მა" თავისი არსებობის განმავლობაში ქალაქში მრავალი სასიცოცხლო მნიშვ­ნე­ლო­ბის საინჟ. ნაგებობა ააშე­ნა; გაიყვანა გარდაბანი–თბილისის, ბუ­ლაჩაური–თბილისის გაზ­სა­დე­ნე­ბის მაგისტრალები, მაღალი და საშ. წნევის გაზსადენები ქალაქის ტერიტორიაზე; ასევე რამ­დე­ნი­მე მაღალი წნევის წყალსადენი: ნატახტარი– თბილისი, ქსანი–ნატახ­ტარი, ჟინვა­ლი–თბილისი (შემო­ვლითი წყალ­სადენი), მისა­ქციელი–ნატახტარი. ქალაქის ტერიტორიაზე ააშე­ნა სათავო ნაგებობები, მაგისტრ. თბოქსელები; კვარტალური საქვაბეები ვარკეთილ-3-ში, ვაზისუბანში, ვარკეთილში და სხვ.; ავტომ. სატელეფონო სადგურები 30000 ნომერზე მუხიანის დასახლებაში, ვაზისუბანში, ვარკეთილში და სხვ.; მიწისქვეშა გადასასვლელი ფილარმონიასთან, ავტოსტრადა კა­ხე­თის გზატკეცილზე; საბაგირო გზა ლისის ტბაზე; სპორტდარბაზი და საცურაო აუზი სა­ნა­პი­რო­ზე; ­მონადირეთა კავ­ში­რის შენობა (ბაგებში); ­მსხვილ­ბლოკიანი საცხოვრ. სახლები გლდანის, ვარკეთილის, დი­დი დიღმის დასახლებებში, ყოფ. საბურთალოსა (ახლანდ. ვ. ჭაბუკიანის, ს. ცინცაძისა და გ. კარტოზიას) და საირმის ქუჩებზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი (2001) თავისუფლების მოედანზე; პრეზიდენტის სასახლე (2009). რესტავრაცია ჩაუტარა სასტუმრო „თბილისი მარიოტს" და სხვ. სააქციო საზ-ბა „ი-მა" 2015 შეწყვიტა ფუნქციონირება.