ინტერპოლი

ინტერპოლი, კრიმინალუ­რი პოლიციის ­საერთაშორისო ორგანიზაცია (International Criminal Police Organization, „Interpol"), დამნაშავეთა რეგის­ტრაციის საერთაშორისო ცენტრი. ი-ის იდეა წარმოიშვა 1914 საერთაშ. კრიმინა­ლური პოლიციის I კონგრესზე მონაკოში. მასში მონაწილეო­ბა მიიღეს პოლიციისა და სასამართლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარმომადგენლებმა 24 ქვეყნიდან. მათი მიზანი იყო, ეპოვათ თანამშრომლობის გზები კრიმინალთან ბრძო­ლის საქმეში. ოფიციალურად ი-ის ორგანიზაცია დაარსდა 1923. მისი მიზანია სხვადა­სხვა ქვეყნის საპოლიციო ხელისუფალთა თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის დანა­შა­უ­ლის წინააღმდეგ ბრძოლაში. ი-ში გაწევრიანებულია 190 ქვეყანა (2014). უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოებია: გენერალური ასამბლეა – აერთიანებს ი-ის წევრ სახელმ­წი­ფოთა წარმომადგენლებს, იკრიბება ყოველწლიურად, ირჩევს აღმასრულებელ კომიტეტს პრეზიდენტის, სამი ვიცე-პრეზიდენტისა და ცხრა დელეგატის შემადგენლობით – ყოველი მათგანი სხვადა­სხვა ქვეყნის წარმომადგენელი უნდა იყოს; მრჩეველთა კოლეგია; გენ. სამდივნო (მუდმივმოქმედი ორგანო), რ-იც კოორდინაციას უწევს ორგანიზაციაში შემავალი ქვეყნების საპოლიციო ორგანოების საქმიანობას, აგროვებს დოკუმენტაციას ძებნილი პირების შე­სახებ და ა.შ. ოფიც. ენებია: ფრანგული, ინგლისური, ესპანური და არა­ბუ­ლი. შტაბ-ბინა ქ. ლიონშია (საფრანგეთი).

საქართველო ი-ში გაწევრიანდა 1993 სექტემბერში. შეიქმნა სა­ქართვ. ინტერპოლის ეროვნ. ­ცენტრ. ბიურო, რ-იც აქტიურად საქმიანობს სა­ქარ­თვე­ლო­ში და საზღვარგარეთ ჩადენილი და­ნაშა­უ­ლის ჩამდენ პირთა ძებნის, დაკავებისა და გადაცემის (იხ. ექსტრადიცია) საქმეში.

ლ. ალექსიძე