„ინტრონიზაცია“ (შპს), ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში. აშენდა 1939 (არქიტ. ა. შჩუსევი) წმ. ალექსანდრე ნეველის მართლმადიდებელი ტაძრის ფუნდამენტზე (ტაძარი მოქმედებდა XIX ს. ბოლოდან 1936-მდე, ვიდრე მას საბჭ. პერიოდში დაანგრევდნენ). თავისი არსებობის განმავლობაში სასტუმრო 2-ჯერ გადაკეთდა – 1979–80 და 2005–06 წლებში. 2004-იდან სასტუმრო „ინტურისტი" ჩამოყალიბდა შპს-დ და ეწოდა „ი. პ.".
სასტუმრო ხუთსართულიანია, მდებარეობს ბათუმის ცენტრში, ბულვარიდან და ზღვის სანაპიროდან რამდენიმე წუთის სავალზე. შენობის ფასადი თავისი ნახევარწრიული ფორმით საინტერესოდ არის გადაწყვეტილი. სასტუმროში განთავსებულია 145 ნომერი (ერთადგილიანი და ორადგილიანი ოთახები, ლუქსი, პრემიერისა და პრეზიდენტის ნომრები); გარდა ამისა – 4 რესტორანი, ღვინის სახლი, 3 საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, ღამის კლუბი და სამორინე, მინი ბარი, სილამაზის სალონი, ფიტნესცენტრი, ღია და დახურული საცურაო აუზები და სხვა სახის დანიშნულების საყოფაცხოვრებო ობიექტები.