იოანე, XII ს. II ნახ. ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლის რომანას მონასტერში. თამარ მეფის შეკვეთით მას გადაუწერია ვანის სახარება, რ-იც ბიზანტ. ოსტატ მიქაელ კორესელს მოუხატავს და დაუსურათებია. მორთულობა (კამარები, თავსამკაულები, მინიატიურები) წიგნისა და თავების დასაწყისშია თავმოყრილი. ლამაზი კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული სახარება (29 სმ × 21 სმ) სეპიის (ღია ყავისფერი) მელნით ორ სვეტადაა ნაწერი. მორთულობის სიმდიდრითა და შესრულების ხასიათით ვანის სახარება ერთი უპირველესთაგანია ქართ. „არისტოკრატიულ" ხელნაწერთა შორის.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.