იოანე III, ქართლის კათოლიკოსი დაახლ. VIII ს. 40–60-იან წლებში.
კათოლიკოსად აკურთხა ანტიოქიის პატრიარქმა თეოფილაქტემ (744/45–751) და ანტიოქიის ეკლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით გადასცა პროტრეპტიკონი. ქართლში დაკანონდა ადგილ. კრების მიერ არჩეული კათოლიკოსის ადგილზე ინტრონიზაცია ანტიოქიისაგან ყოველგვარი დასტურის გარეშე. ი. III-ის შესახებ ცნობა დაცულია ბერძნულ, ანტიოქიურ ქრონოგრაფში, საიდანაც შეტანილია ეფრემ მცირის (XI ს. II ნახ.) საისტ. თხზულებაში. ი. III-მ ეპისკოპოსად აკურთხა იოანე გუთელი.
წყარო: ეფრემ მცირე, უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცეჳსასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, თ. ბრეგვაძის გამოც., თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008; ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.
ბ. ლომინაძე