იოანე IV

იოანე IV (ო ქ რ ო პ ი რ ი), ქართლის კათოლიკოსი 980–1001.

კათოლიკოს ბასილ III-ის თხზულების „თხრობაჲ სასწაულთათჳს წმიდისა და ღმერთშემოსილისა მამისა შიოჲსი" მიხედვით, იოანეს მშობლებს ­შვი­ლი არ ჰყავდათ და წმ. შიო მღვიმელს ევედრებოდნენ შემწეობას. ­შვი­ლის შეძენის შემდეგ, მშობლებმა ი. IV შიომღვიმის მონასტერს მიაბარეს, სადაც ეზიარა იმ სიწმინდესა და სიბრძნეს, რის გამოც მას ოქროპირი უწოდეს: „რომელი ყოვლითურთ იქმნა სწორ იოანე ოქროპირისა, რომლისა სათნოებანი და საქმენი უკეთუ ვისმე უნდენ ცნობად, მიიღეთ ხელად მისთჳის აღწერილი წიგნი"...

ი. IV სა­ქარ­თვე­ლოს სამოციქულო ეკლესიამ წმინ­და­ნად შერაცხა. მისი ხსენების დღეა 3 (16) მარტი.

წყა­რო: ჟორდანია  თ., ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 1, ტფ., 1892 (კანზე: 1893).

ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  პ., იერარქია სა­ქარ­თვე­ლოს ეკლესიისა, თბ., 1900; სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

თ. მარგველა­შვი­ლი