იოანე V (ო ქ რ ო პ ი რ ი), საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1033–49. ადრე მოღვაწეობდა კალიპოსსა და ათონის მონასტრებში იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებთან. იგი კარგი მქადაგებელი ყოფილა, ამიტომაც უწოდებიათ ოქროპირი.
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია „ოქროპირად" წოდებული რამდენიმე კათოლიკოსი. ი. V მეორე ოქროპირია [სტ-ში გიორგი III (ტ ა ო ე ლ ი) ნახსენებია როგორც ი. II, რ-შიც იგულისხმება არა ნუმერაციით მეორე კათოლიკოს-პატრიარქი, არამედ რიგით მეორე „ოქროპირი"]. ი. V-ს დაუმტკიცებია მელქისედეკ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მცხეთის სვეტიცხოვლისათვის ბოძებული "დაწერილი", აუგია ფოკის (ისტ. ჯავახეთი) ეკლესია, რ-ის სამშ. წარწერაში თვითონაა მოხსენიებული. ანტონ I-ის „წყობილსიტყვაობაში" ი. V. დახასიათებულია როგორც გამოჩენილი საეკლ. მოღვაწე.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., მცხეთის საბუთი XI საუკუნისა, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; ც ი ს კ ა რ ი შ ვ ი ლ ი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959.