იოანე VII

იოანე VII, სა­ქარ­თვე­ლოს კათო­ლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1205/06–10. ეკუთვნოდა სამღვდე­ლოების კონსერვატიულ წრეს. იღვწოდა ქართ. დიოფიზიტური ეკლესიის პრივილეგიური მდგო­მა­რე­ო­ბისათვის. ზა­ქარია მხარ­გრძელს მოუწვევია ვანის სომეხი კათოლიკოსი და ვარდაპეტნი, რ-ებთანაც ი. VII-ს სა­ღვთის­მე­ტყვე­ლო პაექრობა ჰქონ­და და „იდგა, ვითარცა გოდო­ლი ­შე­ურ­ყე­ვე­ლი, ტურფად აღშენებული, ესრე მტკი­ცედ და განშუენებულითა პი­რი­თა". იცავდა და ქადაგებდა მართლ­მა­დიდებ­ლო­ბას, რის შემდეგაც „მრავალი სიმრავლე სომეხთა მოვიდა ნათლისღებად". ქართ. საეკლესიო ტრადიციით, ი. VII „ანგელოზთა სწორად" იწოდება.

წყა­რო: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ივ., ქარ­თვე­ლი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1965.

ბ. ლომინაძე