იოანე VIII

იოანე VIII, აღმოსავლეთ სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქი 1505–09 წლებში.

მოიხსენიება აწყურის მთავარეპის­კო­პო­სის, ნიკოლოზ მაწყვერელის ერთგულების ფიცის წიგნში, რ-იც სხვა­დასხვა დროით თა­რიღ­დე­ბა, თუმცა თ. ჟორდანია და ქ. შარაშიძე ი. VIII-ს კათოლიკოსობას დავით X-ის (1505–25) მეფობის პერიოდს ამთხვევენ. ­აღნიშნული საბუთის მიხედვით, აწყურის ეპის­კო­პოსი მთავარეპისკოპოსად კურთხევისათვის ემადლიერება ი. VIII-ს და აღთქმას დებს: „სიცოცხლესა ჩემსა თჳნიერ მცხე­თისა სახლი დედა-ქალაქი არა აღვიარო და თქვენ, მაკურთხევლის ჩემისა იუვანე კათალიკოზისაგან კიდე სხუ­ასა კათალიკოზს არა დავემორჩილო...". ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ ამ პერიოდისთვის სამცხე-საათაბაგოს ეკლესია აღმ. სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა.

წყა­რო: ჟორდანია  თ., ქრონიკები და სხვა მასალა სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოსპატრიარქები, რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2000.

თ. მარგველა­შვი­ლი