იოანე X

იოანე X (დ ი ა ს ა მ ი ძ ე) (გ. 1700), აღმოსავლეთ ­სა­ქარ­თვე­ლოს კათოლი­კოს-პატრიარქი 1688–92, 1695–1700. ერე­კლე I-მა ნიკოლოზ კათოლი­კოსი გადააყე­ნა და მის ნაცვლად თავისი ბიძა, იოანე, დანიშნა.

ი. X კათოლიკოსად კურთ­ხევამდე რუსთავის მიტროპოლიტი იყო. ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვ­ცემს: „არა იცვალებოდნენ კათალიკოზი და ეპისკოპოსნი საყდარ­თა თჳსთაგან. ამან შესცვალა და დასხნა თჳსნი, კათალი­კოსად დიასამიძე იოანე, მთავარეპისკოპოსად ნაცვლი­შვილი, ტფილელად ყაფლანის­შვი­ლი დომენტი, მანგლე­ლად ჯა­ვა­ხი­შვილი იოსებ". ი. X. მხარს უჭერდა ერე­კლე I-ს გიორგი XI-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზრუნავდა მცხე­თის საპატრიარქო ეკლესიის ეკონ. გაძლიერებისათვის. 1692 დავითგარეჯის მონასტერს მცხე­თის შემოსავლიდან დაუწესა ყოველწლიური ულუფა-ჯამაგირი სურსათის სა­ხით.

წყა­რო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., მასალები სა­ქარ­თვე­ლოს XVI–XVIII საუკუნეთა ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქარ­თვე­ლოსა და კავკასიის ისტორიისათვის», ნაკვ. 29, თბ., 1951.

ბ. ლომინაძე