იოანე XXII (Ioannes), ერისკაცობაში – ჟაკ დიუეზი (Jacques Duéze) (დაახლ. 1244 ან 1249, კაპორი, – 4. XII. 1334, ავინიონი), რომის პაპი 1316–34. პაპის ტახტი დაიმკვიდრა ავინიონში. ებრძოდა ლუდვიგ IV ბავარიელს. მის დროს დამტკიცდა საეკლ. სამართლის კოდექსი. სამღვდელოებაში შემოიღო მძიმე საგადასახადო სისტემა.
ი. XXII-სა და გიორგი V ბრწყინვალეს შორის დამყარდა დიპლ. ურთიერთობა. 1328 კათოლიკეთა საეპისკოპოსო ტახტი სმირნიდან გადმოიტანა თბილისში, სადაც 1329 კათოლიკეთა პირველ ეპისკოპოსად დომინიკელი იოანე ფლორენციელი დანიშნა.
ლიტ.: თ ა მ ა რ ა შ ვ ი ლ ი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის..., თბ., 1902.
ვ. გოილაძე