იოანე ანჩელი

იოანე ანჩელი, რ კ ი ნ ა ე ლ ი, XII–XIII სს. ქარ­თვე­ლი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი; ანჩის მთავარეპის­კო­პო­სი, თამარ მეფის თანამედროვე.

მის შე­სა­ხებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ერთობ მწირია. ტბეთის სახარების (XII ს.) ანდერძში იგი არსენ ბერის (XI–XII სს.) ძმად იხსენიება; XII ს. ხატის (ანჩისხატის) წარწერიდან ირკვევა, რომ თამარ მეფის ბრძანებით ი. ა-მა ხატი მოაჭედინა ბექა ოპიზარს. ხატზე წარწერაა: „... მე, იოანე ანჩელმან, რკინაელმან, ჴელვყავ საშინელისა ამის ხატისა პატივით მოჭედვად...“. ი. ა-ს ეკუთვნის აკროსტიქული საგალობელი "გალობანი ანჩისხატისანი" (კიდურწერილობა – „საშინელსა ანჩისა ხატსა უგალობ უნდოი იოვანე ანჩელი"), რ-იც გამოსცა მ. ჯანა­შვილმა 1903.

თხზ.: ძველი ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ქრესტომათია, შემდგ. სოლ. ყუბანეი­შვი­ლი, [ტ.] 1, თბ., 1946.

ლიტ.: კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; ს უ ლ ა ვ ა  ნ., XII–XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., 2003.

ლ. ჯღამაია