იოანე ბედიელი

იოანე ბედიელი, ბედიის მთავარ­ეპის­კო­პო­სი XI ს. II ნახე­ვარში. ჰქონდა სვინგელოზის (პატრიარქის თანაშემწე ბერი) საეკლ. წოდება. 1065, როდესაც ბა­გრატ IV-ის ასული მარიამი (მართა) ცოლად გაჰყვა ბიზანტ. იმპერატორის – კონსტანტინე X დუკას ვაჟს მიხეილს (შემდგომში იმპ. მიხეილ VII), კონსტანტინო­პოლში ჩასულ ­ქართვ. ბიზანტიის მომავალ დედოფალს თან ახლდა სამეფო დელეგაცია: პეტრე პატრიკი, ი. ბ. და „სხუაჲ ერი ფრიადი".

წყა­რო: გიორგი  მცირე, ცხოვ­რება გიორგი მთაწმიდელისა, ი. ლო­ლა­შვილის გამოც., თბ., 1994.

ლიტ.: კ უ დ ა ვ ა  ბ., იოანე ჭყონ­დიდელი (XI საუკუნის ჭყონდიდელ ეპისკოპოსთა ქრონოლოგიისათვის), «არტანუჯი», 1994, N 2–3.

ბ. კუდავა