იოანე ბოლნელი

იოანე ბოლნელი, X–XI სს. საეკლესიო მოღვაწე, ­მწე­რა­ლი, მქადაგებელი; ბოლნისის ეპის­კო­პო­სი. ერთხანს ­ათო­ნის ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა; გარდაიცვალა ბოლნისში.

ი. ბ. ქართ. ჰომილეტიკის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. ჩვენამდე მოღწეული მისი ჰომილიები ძირითადად სახარების ამა თუ იმ ეპიზოდის განმარტებაა, ამასთან მორალურეთიკური ხასიათის შეგონებებსაც შეიცავს. ი. ბ-ის ქადაგებანი ქართ. მჭევრმეტყველებისა და მხატვრული სიტყვის მაღალი ოსტატობის თვალსაჩინო ნიმუშია. მისმა ცნობილმა ქადაგებამ „ღვინისმსმელთა და მომთვრალეთათვის" გავლენა იქონია ს.-ს. ორბელიანის შესაბამის ქადაგებაზე.

თხზ.: ქადაგებანი, ტფ., 1911.

ლიტ.: ბ ა რ ა მ ი ძ ე  რ., იოანე ბოლნელი, თბ., 1962; კ ა ნ დ ე ლ ა კ ი  ნ., ქართული მჭევრმეტყველება, [ტ.] 1, თბ., 1975; კ ე კ ე ლ ი ძ ე  კ., ქართული ლი­ტერა­ტუ­რის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.

რ. ბარამიძე