იოანე კინამოსი

იოანე კინამოსი (Iōannēs Kinnamos), XII ს. ბიზანტიელი ქრონისტი. იყო იმპ. მანუელ I კომნენოსის (1143–80) მდივანი და დაახლოებული პირი.

მისი ისტ. ქრონიკა „შემოკლებული ისტორია" და­წერი­ლია 1180–83 და მოიცავს 1118– 76 პერიოდს. მოყვანილი ფაქტები უმეტესად ემყარება ოფიც. დოკუმენტებს, პირველწყა­როებს. ი. კ. გვაწვდის ცნობებს XII ს. სა­ქართვე­ლო-ბიზანტიის ურთიერთობის შე­სა­ხებ (იბერიელების მო­ნა­წი­ლეო­ბა ბიზანტ. ჯარში, იბერიელთა და აბაზგთა ელჩები კეისრის კარზე), საკმაოდ დაწვრილებით აღწერს ამ დროის ტრაპიზონს.

თხზ.: Epitome rerum ab Ioanne et Alexio Comnenis gestarum, Bonnae, 1836; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.

ნ. ლომოური