იოანე კუმურდოელი

იოანე კუმურდოელი, კუმურდოს ეპის­კო­პო­სი X ს-ში. მისი თაოსნობით აშენდა კუმურდოს დიდი სა­კა­თედ­რო ტა­ძა­რი (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი).

ი. კ. მოხსენიებულია ტაძრის 964–967 სამშ. წარწერაში. შემდეგ მოღვაწეობდა სინას მთაზე ქართველთა მონასტერში, სადაც თავისი ხარჯითა და თაოსნობით გადააწერინა არაერთი ხელნაწერი (სვიმეონ სალოსის ცხოვრება, იადგარი გამოკრებილი და სხვ.).

ლიტ.: მ ე ნ ა ბ დ ე  ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; ც ი ს კ ა რ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყა­რო, თბ., 1959; ჯ ა ­ვ ა ­ხ ი ­­ შ ვ ი ­ლ ი  ივ., სინას მთის ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, თბ., 1947.

ბ. ლომინაძე