იოანე ლიდე

იოანე ლიდე (Iōannēs Laurentius Lydus) [490, ფილადელფია, ახლანდ. ალაშეჰირი (თურქეთი), – VI ს. II ნახ.], ბიზანტიელი ისტო­რიკოსი.

511-იდან კონსტანტინოპოლში სწავლობდა ფილოსოფიას. იმპ. ანასტასის დროს (491–518) მსახურობდა კეისრის ჯარში. იმპ. იუსტინიანეს დროს კი (527–565) იყო როგორც სამოქალაქო, ისე სამხ. სამსახურში. სარგებლობდა დიდი პატივით. 40 წლის სამსახურის შემდეგ, VI ს. 50-იან წლებში კვიპროსზე დასახლდა და ხელი მიჰყო ლიტ. საქმიანობას.

ჩვენამდე მოაღწია მისმა სამმა ნაშრომმა: 1) „თვეების შე­სა­ხებ", 4 წიგნად (მოღწეულია ფრაგმენტულად); 2) „ციურ ნიშთა შე­სა­ხებ"; 3) „რომაელთა სა­ხელმ­წი­ფოს თანამდებობათა შე­სა­ხებ". ეს უკანასკნელი შედგება სამი წიგნისაგან: I – შეიცავს ხანას ენე­ასიდან იულიუს კეისრამდე; II და III – იულიუს კეისრიდან იუსტინიანემდე. ეს სამი ნა­შრო­მი 554 უნდა იყოს დაწე­რი­ლი და წარმოადგენს ძვირფას საისტ. მასალას, განსაკუთრებით ის ნაწილი, რ-იც ი. ლ-ს თანადროულ ხანას, VI საუკუნეს ეხება. "კოლხიდას ამჟამად ლაზიკეს ეძახიან ჰეგემონისაგანო" – ამბობს ლიდე, რაც ამ ქვეყანაში ლაზების ჰეგემონობას უნდა გულისხმობდეს.

თხზ.: Chronographia, Bonnae, 1831; [წიგნ­ში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.

ლ. მანიავა