იოანე მალალა

იოანე მალალა (Iōannēs Malālas) (დაახლ. 491–578), ­ბიზანტიელი ქრონისტი. წარმოშობით სირიის ანტიოქიიდან. მისი ზედწოდე­ბა (სირიულად malal – რიტორი) მოწმობს, რომ იგი ვექილი უნდა ყოფილიყო.

ი. მ-ს საისტ. თხზუ­ლება "ქრონოგრაფია" (შე­მონა­ხული ხელნაწერის სა­ხით) მო­იცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 553-მდე (მაგრამ ფიქრობენ, რომ ის 574-მდე უნდა ყოფილიყო მისული). ი. მ-ს "ქრონოგრაფია" ფართოდ იყო საზ-ბაში გავრცელებული და მას იყე­ნებდნენ შემდგომი დროის მწერ­ლები. თხზუ­ლებაში არის საინტერესო ცნობები სლავური ქვეყნების ისტორიისათვის, აგრეთვე სა­ქართვ. ისტორიის, კერძოდ, VI ს-ში დას. სა­ქარ­თველოს ურთიერთობის შე­სა­ხებ ბიზანტია-ირანთან. ი. მ. აღნიშნავს, რომ 527–535 იბერიის მეფე იყო ძამანარძე. ამ ცნობით დასტურდება ქართლში მეფეების არსებობა VI ს-ში. თხზუ­ლე­ბა თარგმნილია სლავურ და ქართ. ენებზე.

თხზ.: Chronographia, Bonnae, 1831; [წიგნში] გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 3, თბ., 1936; ტ. 5, თბ., 1963.

ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ს., ბერძნული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.

ნ. ლომოური