იოანე მინჩხი, X ს. ქართველი ჰიმნოგრაფი. დას. საქართველოს (აფხაზეთის) მეფის, გიორგი II-ის (922–957) თანამედროვე, წარმოშობით დას. საქართველოდან, სოფ. ინჩხიდან ყოფილა, რაზეც მისი ზედწოდება (მინჩხი) მიუთითებს. ვარაუდობენ, რომ პალესტინაში, სინას მთაზე მოღვაწეობდა. მისი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა სწორედ სინურმა ხელნაწერებმა შემოინახა. მიქაელ მოდრეკილის „იადგარში" (978–988) შესულია იამბიკური საზომით დაწერილი ი. მ-ის 4 საგალობელი (გამოაქვეყნა ი. ჯავახიშვილმა 1947). ქართ. ჰიმნოგრაფიაში მან შემოიღო ახ. სალექსო ფორმა მინჩხური.
თხზ.: [წიგნში] ინგოროყვა პ., ძველი ქართული სასულიერო პოეზია, წგ. 1 – ტექსტები, ტფ., 1913; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ.] 1, თბ., 1946.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., თხზ. კრ. შვიდ ტომად, ტ. 3, თბ., 1965; კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960.
ლ. ჯღამაია