იოანეს (ჰოვანეს) ერზინკაცი, რზინკელი, XIII ს. სომეხი პოეტი და ასტროლოგი. მისი ნაშრომი „ზეციური მოძრაობისათვის" დაწერილია თბილისში 1284. მონღოლთა გამანადგურებელი შემოსევების შემდეგ და მათი მკაცრი მმართველობის პირობებშიც კი თბილისი სომეხი პოეტის აღტაცებას იწვევს. ქართველთა სამეფოს იგი „ღვთივ დაცულს", ხოლო მის მთავარ ქალაქს „სახელგანთქმულსა და მემატიანეთგან ფაიტაკარანად (სომხურად – „ხისგან ნაგები ქალაქი") წოდებულ დიდ დედაქალაქ თბილისს" უწოდებს. ი. ე-ს თბილ. სომეხთა საკრებულო ტაძარში სიტყვა წარმოუთქვამს ასტროლოგიის საკითხებზე.
გ. მაისურაძე