იოანე, სტეფანე და ესაია ქართველნი, სასულიერო მოღვაწეები, წმინდანნი და მართალნი. წმ. დასში მართლად იწოდებიან ის ქრისტიანები, რ-ებმაც თავიანთი ცხოვრება ღვთის დიდებას და ერის სამსახურს მოახმარეს.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში „მართლის" წოდებით ოთხი წმინდანი სახელდება: ილია ჭავჭავაძე, იოანე, სტეფანე და ესაია. ცნობები ბოლო ამ სამ წმინდანზე საკმაოდ მწირია, თუმცა დასტურდება, რომ სამივე იერუსალიმში მოღვაწეობდა და ქრისტეს საფლავის საპატიო მცველები იყვნენ.
საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენების დღედ 4 (17) ნოემბერი დაადგინა.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ა. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.