იობი

იობი, ბიბლიური პერსონაჟი. ეშმაკის შთაგონებით ღმერთმა ღვთისმოსავ ი-ს გამოსაცდელად მრავალი სატანჯველი მოუვლინა, სა­ბო­ლოოდ კი მოთმინებისათვის უხვად დააჯილდოვა.

ი-ის სახელით ცნობილი ბიბლ. წიგნის ავტორის ვინაობა გაურკვეველია. ჟანრობრივად ეს წიგნი განეკუთვნება ძვ. აღმოსავლეთში გავრცელებულ „სიბრძნის ლი­ტე­რა­ტუ­რას". შედგენილია დაახლ. ძვ. წ. V ს-ში. თხრობითი ნაწილი და­წე­რი­ლია პროზად, დიალოგი ი-სა და მის მეგობრებს შორის პოეტური ფორმისაა. უძველესი ქართ. თარგმანი შემონახულია ოშკის ბიბლიაში (978).

ლიტ.: B e n t z e n  A., Introduction to the Old Testament, Cph., 1962.

მ. შა­ნი­ძე