იობ მიტროპოლიტი

იობ მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ელგუჯა ზურაბის ძე აქიაშვილი) (დ. 29. V. 1960, სოფ. სნო, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), სასულიერო მოღვაწე. 1978 ჩაირიცხა სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტზე. სტუდენტობის წლებში სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1982 სა­ქართვ. საპატრიარქოში ეკონომისტად, 1983-იდან კი – საფინანსო-სამეურნეო ­განყ-ბის უფროსის მოადგი­ლედ დაინიშნა. 1984 გაიწვიეს სამხ. სამსახურში. დაბრუნების შემდეგ ­კვლავ მუ­შა­ობა განაგრძო საპატრიარქოში არქივარიუსად. 1985 ჩაირიცხა მცხეთის სას. სემინარიაში.

1988 წ. 3 იანვარს ი. მ. სამ­თავროს მონასტერში ბერად აღი­კვეცა. იმავე წლის 19 ­იანვარს სიო­ნის საპატრიარქო ტაძარში ­სრულიად სა­ქართვე­ლოს კათო­ლიკოს-პატ­რიარქმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა, ხოლო 28 მარტს – ­მღვდლად. 1988 წ. 22 ივნისს დაინიშნა მარტყოფის ღვთა­ების მონასტრის წინამძღვრად. 1989 ი. მ. მონაწი­ლეობდა ­აჭარაში მო­წყო­ბილ მი­სიონერულ მოგზაურობაში. 1989 წ. 3 სექტემბერს იღუმენის პატივი მი­ე­ნი­ჭა, იმავე წლის ოქტომბერში ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გადაიყვანეს აჭარაში სხალ­თის ახლად გახსნილ მამათა მონასტერში, 1990 წ. 28 აგვისტოს კი – ვარძიაში. სრულიად სა­ქართვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ი. მ-ს არქიმანდრიტის პატივი მია­ნი­ჭა. 1990 ივლისიდან საქართვე­ლოს საპატრიარქოს ახლად ჩამოყალიბებული სოფლის მეურნეობის ­განყ-ბის თავ-რედ დაინიშნა, იმავდროულად ასრულებდა მარტყოფის ღვთაების მონასტრის წინამძღვრის მოვალეობასაც.

1992 მაისში სა­ქარ­თვე­ლოს მართლმადიდებელი ­სამოციქულო ეკ­ლესიის წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ი. მ. გამორჩეულ იქნა მანგლელ ეპისკოპოსად. 1992 სექტემბრიდან დაინიშნა სას. აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად. იმავე წლის 25 დეკემბერს გადაიყვანეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და ხულოს სას. სასწავლებლის რექტორად. ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში მოღვაწეობის დროს მისი ძალისხმევით გაიხსნა მრავალი ეკლესია-მო­ნას­ტე­რი, აჭა­რის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუბრუნდა ქრისტ. სარწმუნოებას.

1995 გაზაფხულზე წმ. სინოდის გადაწყვეტილებით ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის გაყოფის შემდეგ ი. მ. დაინიშნა ბათუმისა და სხალ­თის ეპისკო­პოსად, 1996 წ. 21 ოქტომბრი­დან – რუის-ურბნისის ეპარქიის მმართველად და სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1996 წ. 25 დეკემბერს მიე­­ნი­ჭა მთავარეპის­კო­პო­სის, 2000 დეკემბერში – მიტრო­პოლიტის პატივი. 2003 პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა ქო­­რეპის­კო­პო­სის ­თანამდებობიდან და სა­თა­ვე­ში ჩაუდგა საპატ­რიარ­ქოს სა­ღვთის­მე­ტყვე­ლო და ლი­ტურგიკულ კომისიებს.

ი. მ. დაჯილდოებულია წმ. გიორგის უმაღლესი ორდენით (2007).