იორამაშვილი სოსო (იოსებ) მაქსიმეს ძე

იორამაშვილი სოსო (იოსებ) მაქსიმეს ძე (13. I. 1905, სოფ. დირბი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 11. IX. 1965, თბილისი), მწერალი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1936). წლების განმავლობაში მუ­შა­ობ­და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ გამომცემლობებში.

1942–45 მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. არმიიდან დაბრუნების (1946) შემდეგ შეუდგა ლიტ. მოღვაწეობას. მისი მოთხრობების პირველი კრებ. „ვერხვის ჭალაში" გამოქვეყნდა 1954.

ი-ის ნაწარმოებების ძირითადი თემაა სოფელი, ნადირობა. იგი სათავგადასავლო ჟანრის ერთ-ერთი პიონერია სა­ქარ­თვე­ლო­ში („კარავი მტკვრის პირას", 1959). ავტორია ­მოთხრ. კრებულებისა: „ნაცნობი სახე" (1956), „უცნაური შეხვედრა" (1968), „ჯაბა ელიაური" (1962), „კოჭლი კაკაბი" (1964), „მოთხრობები" (1965), „გაღმა ვენახი" (1967), „წითელი ვაშლის საი­დუმ­ლოება" (1977) და სხვ. ეწეოდა მთარგმნე­ლობით საქმიანობას (მათე ზალკა, "გენერალი", 1941 და სხვ.).

ლიტ.: ნ ა ნ ი ტ ა ­შ ვ ი ­ლ ი  თ., ლიტე­­რა­ტუ­რის აღმზრდელობითი დანიშ­ნულება, გაზ. «თბილისი», 1967, 20. XII; ნ ა ტ რ ო ­შ ვ ი ­ლ ი  გ., მწერლის ცოცხალი სახეები, გაზ. «ლიტერატურული საქარ­თვე­ლო», 1985, 4. X. N40.