იორამისა და კირილეს ელჩობა

იორამისა და კირილეს ელჩობა, რუსეთში 1592–93, კა­ხეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში.

კახეთიდან რუსეთში გაბრუნებულ პლეშჩეევის ელჩობას თან გაჰყვნენ ქართვ. ელჩები – თავადი იორამი და კირილე არქიმანდრიტი, რ-ებიც რუს. ხელმწიფეს მფარველობის პირობის შესრულებას სთხოვდნენ. კერძოდ, ისინი ითხოვდნენ საშამხლო-დაღესტნის დაპყრობას, თერგიდან კახეთამდე გზის გაწმენდას და ზარბაზნის ოსტატებისა და არტილერისტების გაგზავნას კა­ხეთ­ში. ქართვ. ელჩების ენერგიული მცდელობის შედეგად ბორის გოდუნოვმა საშამხლოს წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  ნ., სა­ქართვე­ლოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967.

ვ. მაჭარაძე