იორდანიშვილი პეტრე ანდრიას ძე (1905, თბილისი, – 8. IV. 1977, იქვე), სპორტსმენი (მოჭიდავე, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი ჭიდაობა). სსრკ დამს. მწვრთნელი (1957). საერთაშ. კატეგორიის მსაჯი (1949). საქართვ. ფიზკულტ. და სპორტის დამს. მოღვაწე (1970).
1936 თბილისში ჩამოაყალიბა ბერძნულ-რომაული ჭიდაობის პირველი სექციები. აღზარდა ოლიმპიური, მსოფლიოს და სსრკ ჩემპიონები: დ. გვანცელაძე, ვ. ილურიძე, დ. ციმაკურიძე, ა. ქორიძე, რ. ძნელაძე, თ. მაჭავარიანი. იყო სსრკ ჭიდაობის ფედერაციის მწვრთნელთა საბჭოს წევრი. მისი სახელი ეწოდა თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე საჭიდაო დარბაზს (პეტრეს დარბაზი").