იოსებ არღუთინსკი (ლათ. Josephus Genesios), X ს. ბიზანტიელი ისტორიკოსი. მან იმპ. კონსტანტინე VII პორფიროგენეტის დავალებით 945–959 დაწერა საისტორიო შრომა „მეფობანი", რ-იც ოთხი წიგნისაგან შედგება და მოიცავს 813–867 წლების ისტორიას. იგი საკმაოდ ტენდენციურადაა დაწერილი, მეოთხე წიგნს დამატების სახით დართული აქვს ბასილ I-ის მეფობის ისტორია.
ი. ა. სარგებლობდა როგორც წერილობითი, ისე ზეპირი წყაროებით. ამ უკანასკნელთ ის უკრიტიკოდ ეპყრობოდა და თავის „ისტორიაში" შეჰქონდა ხალხში გავრცელებული ყოველგვარი ჭორები ხატისმებრძოლ კეისართა შესახებ. II წიგნში მოთხრობილია თომა სლავის აჯანყების ამბავი, რ-შიც სხვა ტომებთან ერთად მონაწილეობდნენ იბერები, აბაზგები და ლაზები.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ.4, ნაკვ. 2, თბ., 1952.
ლიტ.: ყ ა უ ხ ჩ ი შ ვ ი ლ ი ს., ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1973.