იოსებ სამებელი

იოსებ სამებელი (1676 – IX. 1750), სასულიერო მოღვაწე, მესტამბე. წარმოშობით ქვაბულიძეების საგვარეულოდან.

თავდაპირვე­ლად იყო შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი, 1696-იდან კი – სამების, ხოლო შემდეგ – წილ­კნის ეპისკოპოსი. ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლის შემდეგ ისიც რუსეთს გაემგზავრა. ქართველმა ემიგრანტებმა ი. ს. ვორონე­ჟის მო­ნასტერში მოაწყვეს. 1733 პე­ტერ­ბურგში გადავიდა. 1734-იდან ნოვ­გო­როდის მიტროპოლიტის თა­ნა­შემწე და იურის ­მონასტრის წი­ნამძღოლი იყო.

რუსეთში ცხოვ­რების პერიოდში ი. ს-მა ხელი მოჰკიდა საგამომცემლო საქმეს; მონაწილეობდა წიგნების გადა­წე­რაში. ქ. გურამიშვილთან ერთად პეტერბურგის მეცნ. აკადემიის სტამ­ბაში ჩამოასხა ქართ. შრიფტი და იქვე დაბეჭდა „რუსულ-ქართული ანბანი". 1737 ბაქართან ერთად დააარსა სტამ­ბა და დაიწყო ქართ. წიგნების ბეჭდვა-გამოცემა, მაგრამ 1743 ბიბლიის უნებართვოდ დაბეჭდვის გამო სტამ­ბა დახურეს.

1750 ყიზლარში მიმავალი ი. ს. გზაში გარდაიცვალა.

ლიტ.: კ ა ს რ ა ძ ე  ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973; კ ე ­ კ ე ­ლ ი ძ ე  კ., ქართული ლი­ტე­რა­ტუ­რის ისტორია, [ტ.] 2, თბ., 1958; ჟორდანია თ., მთავარ-ეპისკოპოსი იოსებ სამებელი და ქართული სტამბის საქმე XVIII საუკუნეში, «ივერია», 1884, N2, 3.

ო. კასრაძე