იოხელესი ალექსანდრე ლევის ძე (27. II. 1912, მოსკოვი,– 19.VI.1978, იქვე), პიანისტი და პედაგოგი.
1932 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პედაგოგი – კ. იგუმნოვი). მუსიკოს-შემსრულებელთა I საკავშ. კონკურსის ლაურეატი (1933, II პრემია).
იყო მოსკოვისა (1935–42) და თბილისის (1946– 52) კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი (1952). თბილ. კონსერვატორიაში აღზარდა მრავალი პიანისტი, მ.შ. მ. ჭავჭანიძე, ც. კარგარეთელი, ვ. თუმანიშვილი, ლ. შინჯიაშვილი, ლ. სანიკიძე, ი. ბახტაძე, ე. დვალი, ო. მელიქ-ფარსადანოვა და სხვ. ი-მა პირველმა შეასრულა ო. თაქთაქიშვილის, ო. გორდელის და სხვათა საფორტეპიანო კონცერტები. 1952-იდან სიცოცხლის ბოლომდე იყო მოსკოვის გნესინების სახ. პედ. ინ-ტის პედაგოგი, 1965–73 – საფორტეპიანო კათედრის გამგე. 1943–58 უკრავდა კამერულ ტრიოში მ. ზატულოვსკაიასთან (ვიოლინო) და პ. ცაომიკთან (ჩელო) ერთად.
გ. ტორაძე