იოჰანი სოლმის

იოჰანი სოლმის (XV ს., გერმანია), გრაფი. იგი გვაწვდის ცნობებს (1483) ქარ­თველების შე­სახებ: „არის კი­დევ ერთი ხალხი, იერუსალიმიდან შორს მცხოვრები, რომლის სამეფოც კასპიის მთებამდე გადაჭიმუ­ლა. ეს მამაცი და ­მძლავრი მოდგმაა... მათ GEORGIAN-ებს, ქარ­თველებს უწოდებენ წმ. გიორგის სახელის მიხედვით, რ-იც მფარველად აურჩევიათ. ბევრი მათგანი ცხოვრობს იერუსალიმში და ფლობს მრავალ წმინდა ად­გილს, კერძოდ გოლგოთას მთას და ნაპრალს, სადაც ჯვარი იდგა. აქ მათ საკურთხე­ველი უდგათ და ერთი მათგანი ყოველთვის იქ არის ჩაკეტილი, რათა ეს ადგილი დაიცვას. ისინი (ქართველები) გაშლილი დროშებით მიემართებიან იერუსალიმში და უკანვე ბრუნდებიან, ხარკს არავის უხდიან. სარკინოზები ვერ უბედავენ ხელყოფას, რადგან შიშობენ, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ქართველები შურს იძიებენ მათ მეზობელ სარკინოზებზე. ომში სა­ქარ­თვე­ლოს წარჩინებული ქალებიც მონაწილეობენ, რომლებიც ამორძალებივით ხმარობენ იარაღს".

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., სა­ქარ­თვე­ლო და კავკასია ევროპულ წყა­როებში (XII– XVI საუკუნეთა ისტორიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004.

ა. თვარაძე