ირანისტიკა

ირანისტიკა, ჰუმანიტარულ მეცნი­ე­რე­ბა­თა კომპ­ლექ­სი, რ-იც შეისწავლის ირანულენოვანი ხალხების ენებს, ისტორიას, გეოგრაფიას, ეკონომიკას, ლიტერატურას, მატერიალურ და სულიერ კულტურას. ი., როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბდა XVIII ს. II ნახევარსა და XIX ს-ში. ი-ის ჩასახვა-განვითარებას ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონ. და დიპლ. ურთიერთობების განვითარებამ ევროპასა და ირანს, შუა აზიასა და ინდოეთს შორის. XIII–XIV სს-ში გაჩნდა პირველი აღწერითი ხასიათის თხზულებები ირანის შესა­ხებ – ვაჭართა, დიპლომატთა, ბერმონაზონთა ჩანაწერები და ნაშრომები.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი ირანით დაინ­ტერესებას დიდი ხნის ისტორია აქვს. უძველესი ქართ. წყა­რო­ე­ბი (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, მატიანე ქართლისა) საკმაო ად­გილს უთმობს ირანის ისტორიის ცალკეულ მომენტებს. XIV–XVIII სს. ქართველი ისტორიკოსები (ჟამთააღმწერელი, ფარსადან გორგიჯანიძე, „სწავლულნი კაცნი"...) სარგებლობდნენ სპარსული საისტორიო წყა­რო­ე­ბით (ჯუვეინი, რაშიდ ალ-დინი, აბდ ალ-რაზაყ სამარყანდი, ისქანდერ მუნში, მოჰამად თაჰერი...); ამავე დროს ზოგიერთ ქართ. თხზუ­ლე­ბაში (ფ. გორგიჯანიძე, ს. ჩხეიძე, პ. ორბელიანი, ომან მდივანბეგი ხერხეული­ძე) საინტერესო ცნობებია XVII–XVIII სს. ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობის ის­ტო­რი­ისათვის. ძვ. ქართული მწერ­ლო­ბის ძეგლებში არაერთი ისეთი ენობრივი თუ ლიტ. ფაქტი დასტურდება, რ-ებიც მოწმობს მათი ავტორების განსწავლულობას ირან. ენებსა და სპარს. ლიტერა­ტურაში (მაგ. X ს. გადაწერილ „ნინოს ცხოვრებაში" მთელი ფრაზაა სპარს. ენაზე ქართული ტრანსკრიფციით). სხვადასხვა დროს ქართულად ითარგმნა სპარს. მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლები: ფახრ ად-დინ გორგანის „ვის ო რამინი", ფირდოუსის „შაჰნამე" და მისი მიბაძვანი, ვაეზ ქაშეფის „ქილილა და დამანა" და სხვ.

XIX ს. დასასრულს გამოქვეყნდა ნ. მარის წერილი, რ-შიც დაისვა საკითხი სპარს.-ქართ. ლიტერატურული ურთიერთობების შესწავლის შე­სა­ხებ (გაზ. „ივერია", 1891).

XX ს. დასაწყისიდან ივ. ჯავახი­შვილმა, სა­ქართვ. ისტორიის კვლე­ვი­სას, ჯეროვანი ადგილი დაუთმო ირანისა და ირან-სა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობების ისტორიას, მან სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის არაერთი ფაქტი დაადგინა და დააზუსტა სპარს. წყა­რო­ების მონაცემთა საშუალებით. ი-ის დაფუძნება-განვითარებას დიდი ყუ­რადღება მიექცა თსუ-ის დაარსებისთანავე (1918). ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ იუსტ. აბულაძე, გ. ახვლედიანი, ივ. ჯავახიშვი­ლი. შემოიღეს სპარსული ენის (იუსტ. აბულაძე), ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიის (ივ. ჯავახი­შვი­ლი), ძველი აღმოსავლეთის ისტორიისა (მ. წერეთელი) და სპარს. ლიტ-რის ისტორიის სწავლება. ასევე შემოიღეს სანსკრიტის (გ. ახვლედიანი) სასწავლო კურსი, რამაც გააფართოვა ი-ის არეალი და საფუძველი ჩაუყარა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინდოირა­ნულ ფილოლოგიას (მ. ან­დრონიკა­შვი­ლი, ნ. კენჭო­შვი­ლი, გ. ნახუცრი­შვი­ლი, თ. ჭავჭავაძე). 1922 ირანისა და ირან-­სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თიერთობათა ისტორიის შესწავლის მიზნით საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვეს ს. ჯანა­შია. 1939 თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტზე, არაბულთან და თურქულთან ერთად, გაიხსნა სპარ­სული ფი­ლოლოგიის კათედრა, ხოლო 1945 – აღმოსავლეთ­მცოდნეობის ფაკ-ტი.

უნ-ტის და­არსების პირველი დღიდანვე, სპარსულ ენასა და ლიტ-რას სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე ასწავლიდა ნ. მარის მოწაფე იუსტ. აბულაძე. თავდაპირველად სპარსული ენა, სხვა აღმოსავლურ ენებ­თან ერთად, კავკასიური ენების კათედრასთან იყო გაერთიანებული (ხელმძღვ. არნ. ჩიქობავა), 1939-იდან დაარსდა დამო­უკი­დებელი სპარსული ფი­ლო­ლოგიის კათედრა, რ-საც 1953-მდე იუსტ. აბულაძე განაგებდა, ხოლო 1953–81 (გარდაცვალებამდე) – დ. კობიძე, რ-ის ხელმძღვანელობის დრო­საც კათედრას „ირანული ფი­ლოლოგიის კათედრა" ეწოდა, რაც გულისხმობდა სხვა ირანული ენების: ძველი სპარსულის, ფალაურის, ოსურის, ქურთულის შესწავლასაც. ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაფართოვდა კა­თედ­რის სამეცნ. და სასწ. ფარგლები, რასაც ხელი შეუწყო თსუ-ში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ბაზაზე სა­ქართვ. მეცნ. აკად. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის და­არსებამ (1960). კვლევები ი-ში მიმდინარეობს ასევე აკადემიის სისტემის სხვა ინ-ტებშიც, კერძოდ, ქართული ლიტ-რის, ენათმეცნიერების, ისტორიის ინ-ტებში, ხელნაწერ­თა ეროვნულ ცენტრში.

ირანული ფილოლოგიის ქართ. სკო­ლის ძირითადი მიმართუ­ლებებია: სპარ­სული ლი­ტერა­ტურათმცოდნეობა, კლასიკური სპარს. ლიტ-რის (იუსტ. აბულაძე, ი. მა­რი, დ. კობიძე, მ. ხუბუა, ა. გვახარია, ს. დე­ვიძე, მ. თოდუა, ვ. კოტეტი­შვი­ლი, მ. ალექსიძე, მ. კვაჭაძე,) ახალი და უახლესი სპარს. ლიტ-რის (მ. ბურჯანაძე, ლ. გიუნა­შვი­ლი, თ. კეშელავა, ნ. ნონია­შვი­ლი, კ. ფაღავა, თ. ჯანაშია, პ. ჯაფარიძე); ქართულ-სპარსული ლიტ. ურთიერთობანი (იუსტ. აბულაძე, დ. კობიძე, თ. აბულაძე, მ. ალექსიძე, ალ. ბარამიძე, ნ. ბართაია, ალ. გვახარია, თ. გორელი­შვი­ლი, მ. გოცაძე, ქ. ვაშაყმაძე, ნ. თარგამაძე, მ. თოდუა, ნ. კალანდაძე ი. კალაძე, მ. კვაჭაძე, ი. კილაძე, მ. მამაცა­შვილი, ე. მეტრეველი, მ. მიქაშა­ვიძე, ლ. ჟორჟოლიანი, ნ. სვინტრაძე, ნ. უგრეხელიძე, კ. ფაღავა, ნ. ჩხეიძე, ნ. ჯიშკარიანი), სპარსული ფოლკლორი (ჯ. გიუნა­შვი­ლი, ნ. თარგამაძე, ლ. კოტა­შვი­ლი, დ. ომიაძე, თ. შურღაია, მ. ჩაჩავა, ც. ხელა­შვილი); ინდო-ირანული ენათმეცნიერება (იუსტ. აბულაძე, გ. ახვლედიანი, ე. ალექსიძე, მ. ანდრონიკა­­შვი­ლი, ფ. ანთაძე, მ. ასათიანი, მ. გაბა­შვი­ლი, ქ. გადილია, ე. გიუნაშვი­ლი, ჯ. გიუნა­შვი­ლი, მ. გორგოძე-კვაჭაძისა, თ. დემეტრა­შვილი, ლ. თუში­შვი­ლი, მ. კვაჭაძე, ქ. კიკვიძე, ქ. მეგრელი­შვი­ლი, მ. მოდებაძე, მ. ნათაძე, ნ. ნახუცრი­შვილი, გ. ნა­ხუცრი­შვი­ლი, მ. ნუცუბიძე, თ. რევია. მ. სახოკია, ი. სულაკაძე, თ. ფა­შალი­შვი­ლი, თ. ჩხეიძე, ე. ჩუბინიძე, თ. ჭავჭავაძე); ქვედარგები: ირანული დიალექტოლოგია [ლ. თუ­ში­შვი­ლი, მ. კვაჭაძე, რ-მაც სოფ. გომბორში მიაკვლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩამოსახლებულ (XX ს. I ნახ.) ირანულენოვან ეთნოგრაფიულ ჯგუფს – ლაიჯებს, შეისწავლა თათურენოვანი ლაიჯებისა და აზერბაიჯანულენოვანი თათების ეთნოლინგვისტური თავისებურებანი]; ოსოლოგია (გ. ახვ­ლე­დიანი, ნ. ბეპიევა, ო. თედეევა); ქურთოლოგია (ქ. ამოევი, შ. კო­ტეტი­შვი­ლი). საენათმეცნიერო კვლე­ვათა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ირანულ-ქარ­თვე­ლური ენობრივი ურთიერთობანი (მ. ანდრონიკა­შვი­ლი, ფ. ანთაძე, ნ. ბართაია, ე. გიუნა­შვი­ლი, ო. თედეევა, ლ. ჟორჟოლიანი, რ. რამი­შვილი, მ. ჩიქობავა, თ. ჩხე­იძე, ალ. ჭულუხაძე,); ვ. გაბა­შვი­ლის თაოსნობით ჩამოყალიბდა სკოლა ქართვ. აღმოსავლეთ­მცოდნე ისტორიკოსებისა, რ-ებიც შეისწავლიან: ირანის სოც.-ეკონ., პოლიტ. ისტორიისა და ქართულ-ირანულ ისტორიულ ურთიერთობებს (ვ. გა­ბა­­შვი­ლი, თ. აბაშიძე, გ. ამირა­ნა­შვილი, ლ. ბააზოვა, ე. ბაბალა­შვი­ლი, ხ. ბაინდურა­შვი­ლი, გ. ბერაძე, რ. ბურჭულაძე, მ. გაბა­შვი­ლი, ნ. გელა­შვი­ლი, მ. გო­გობერი­შვი­ლი, კ. დემეტრა­შვი­ლი, პ. თოფურია, ი. თოფურიძე, მ. კა­პანაძე, დ. კაციტაძე, რ. კიკნაძე, კ. კუცია, თ. ლეკვეი­შვი­ლი, თ. ნა­ტრო­შვი­ლი, ნ. ნაჭყებია, გ. ჟორჟოლიანი, ნ. სურგულაძე, მ. სუხია­შვი­ლი, კ. ტაბატაძე, მ. ცინცაძე, ო. ცქიტი­შვილი, მ. ძნელაძე, ა. ჭეი­შვი­ლი), ირანის ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს (ო. გვილავა, ი. გოჩელეი­შვი­ლი, გ. კა­ციტაძე, ა. კელენჯერიძე, ო. კიკნაძე, ი. ნაჭყებია, ვ. პაპავა, თ. პი­ტიური­შვილი, გ. სანიკიძე, პ. სურგულაძე, ნ. ტერ-ოგანოვი, ზ. შა­რაშენიძე, ლ. შენგელია, გ. ჭი­პა­შვი­ლი), ირანული ხელოვნების ისტორიას (შ. ამირანა­შვი­ლი, გ. ბერაძე, ნ. გელა­­შვი­ლი, ო. გვილავა, ა. გრი­გოლია, ი. გუგუნავა, მ. დგებუაძე, გ. კვირკველია, ი. კოშირიძე, გ. მამულა­შვი­ლი, კ. მაჩაბელი, ნ. ჩიხ­ლაძე, ი. ხუსკივაძე), ირანის გეოგრაფიისა და დემოგრაფიას (ქ. ამოევი, ე. ბაბალიკა­შვი­ლი, ნ. ნაჭყებია, ა. რონდელი), ნუმიზმატიკას (თ. აბრამი­შვი­ლი, მ. არჩვაძე, გ. ბერაძე, გ. დუნდუა, თ. დუნდუა, დ. კაპანაძე, ქ. რამი­შვი­ლი, ნ. უგრეხელიძე, ი. ფაღავა, თ. ქუთელია, ც. ღვაბერიძე, მ. წოწელია, ი. ჯალაღანია), სა­ქარ­თვე­ლოსა და საზღვარგარეთ არსებულ სიძველეთსაცავებში დაცულ სპარსულ დოკუმენტებს (ფირმანები, ოქმები) და ორენოვან ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებს (თ. აბაშიძე, თ. აბულაძე, ვ. გაბა­შვილი, ნ. დუნდუა, მ. თოდუა, კ. ტაბატაძე, ვ. ფუთურიძე, ა. ჭეი­შვილი, ა. ჭულუხაძე, ნ. ხარებავა, თ. ჯანაშია), არქეოლოგიას (ი. გაგოშიძე), ეთნოგრაფიას (გ. გო­ცირიძე), ფერეიდანსა და ირანის სხვა პუნქტებში მცხოვრებ ქარ­თველებთან დაკავშირებულ სა­კითხებს (ლ. აღნია­შვი­ლი, მ. თოდუა, ზ. შარაშენიძე, ა. ჩიქობავა, თ. ცაგარეი­შვი­ლი, ა. ჭე­ლი­ძე, გ. ჭიპა­შვი­ლი, ზ. ჭიჭინაძე).

ვ. გაბა­შვი­ლის თანაავტორობითა და რედაქტორობით გამოვიდა ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი კრებული „ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან" (1957), ნ. ნაჭყებიამ გამოაქვეყნა წიგნი „ირანი" (1972), დ. კაციტაძემ – „ირანის ისტორია III–XVIII სს." (2009).

ქართვ. ირანისტები ნაყოფიერად მუშაობენ ირანულ ენებზე შექმნილი როგორც ძველი (გ. ახვლედიანი, მ. ანდრონიკა­შვი­ლი, მ. სახოკია), ისე საშუალო (თ. ჩხეიძე), ახალი (ლ. ასათიანი, ნ. ბართაია, ა. ელერ­და­შვი­ლი, მ. თოდუა, დ. კობიძე, ვ. კოტეტი­შვი­ლი, გ. ლობჟანიძე, ა. ლომთაძე, ლ. ჟორჟოლიანი, ბ. შალვა­შვი­ლი, ა. ჭელი­ძე), თანამედროვე და უახლესი (ჯ. აჯია­შვი­ლი, მ. ბურჯანაძე, ნ. გი­გა­შვი­ლი, ა. გლურჯიძე, თ. გორელი­შვი­ლი, ნ. თუში­შვი­ლი, მ. ივა­ნი­შვი­ლი, თ. კეშელავა, კ. ფაღა­ვა, თ. შურღაია, ნ. ჩხეიძე) ძეგლე­ბის თარგმნაზე. დაიბეჭდა „შაჰნამეს" ქართული ვერსიები სამ ტომად (I ტ. – 1916, იუსტ. აბულაძე; II ტ. – 1934, იუსტ. აბულაძე, ა. ბარამიძე, კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა, ა. შა­ნი­ძე; III ტ. – 1974, დ. კობიძე); სხვა­და­სხვა დროს გამოიცა სპარსული ენის სახელმძღვანელოები; სპარსული ქრესტომათიები; საკითხავი წიგნები სპარსულში; სპარსული ლექსიკონები; სპარსული ენის სასაუბროები. იუსტ. აბულაძემ გამოსცა სპარსული ენის სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო (1933, 1953); დ. კობიძემ – სპარსული ლიტ-რის ისტორია (1975), მ. ანდრონიკა­შვილმა „ნარკვევები ქართულ-ირანული ენობრივი ურთიერთობიდან" (ტ. I, 1966; ტ. II, 1996), მ. თოდუამ – „ქარ­თულ-სპარსული ეტიუდები" (სამ წიგნად; 1971, 1975, 1979), ა. გვახარიამ ორ წიგნად დასტამ­ბა „ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1995–2001); ა. გვახარიამ და მ. თოდუამ, გ. წერეთლის წინასიტყვაობით, ფახრ ად-დინ გორგანის „ვეის ო რამინის" ქართულ თარგმანზე – „ვისრამიანზე" დაყრ­დნობით, – თეირანში გამოსცეს პოემის კრიტიკული ტექსტი სპარსულ ენაზე (1969); გამოვიდა მ. ბურჯანაძის წიგნი „ახალი და უახლესი სპარსული ლიტერატურის ისტორია" (2016).

დ. კობიძის შემდეგ ი-ის კათედრას ხელმძღვანელობდნენ: კ. ფა­ღავა (1981–87), ა. გვახა­რია (1987– 2004), ნ. ­ნახუცრი­შვი­ლი (2004–05), ლ. ჟორჟოლიანი (2005–14). ამჟამად კათედრას განა­გებს ნ. ბართაია. სა­ქარ­თვე­ლოს სახელმწიფოებრიობის აღდგე­ნის შემდეგ (1991), გარდა თსუ-ისა, ი. არაბისტიკასა და თურქოლოგიასთან ერთად, სპეციალობად არის შემოღებული ა. ­წერეთლის ქუთაისის სა­ხელმწ. უნ-ტში (1991-იდან), ილიას უნ-ტში (1993-იდან). 1991-იდან სპარსული ენა ისწავლება თბილ. აზიისა და აფრიკის ინ-ტში, რ-იც 2011-იდან შედის თავისუფალ უნ-ტში. 2013იდან სა­ქართვ. უნ-ტში გაიხსნა აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტი, სადაც ფუნქციონირებს ი-ის მიმართულება და ისწავლება სპარსული ენა. 2015-იდან სპარსული ენა არჩევით საგნად ისწავლება კავკასიის საერთაშ. უნ-ტსა და თბილ. ოთხ საჯარო სკოლაში.

ირან-სა­ქარ­თვე­ლოს შორის დიპლ. ურთიერთობის დამყარების შემდეგ (1992), დაიწყო ახალი ერა ქართული ი-ის ისტორიაში. ქართულიდან სპარსულად თარგმანის (მ. ფათემი) ცალკეულ მცდელობას შედარებით ინტენსიური ხასიათი მიეცა და საუკუნეთა განმავლობაში ცალმხრივად მიმდინარე ლიტ. პროცესი ორმხრივი გახდა. ორჯერ ითარგმნა სპარსულად „ვეფხისტყაოსანი": 1998 – ფარშიდ დელშადის მიერ (რედ. ჯ. გიუნა­შვი­ლი) და 2000 – მ. იუსეფ-ფურის მიერ (რედ. – მ. თოდუა). 2008 ისლამმცოდნეობის ნომინაციაში პრიზი მიიღო გ. ლობჟანიძემ „ყურანის" ქართ. თარგმანისათვის. 2009 და 2010 ირანის ისლამური რესპუბლიკის „წლის გამორჩეული მკვლევა­რი"-ს ნომინაციაში პრიზები მიიღეს მ. თოდუამ და ჯ. გიუნაშვილმა. 2012 ბ. შალვაშვილმა სპარსულიდან ქართულად თარგმნილი „შაჰ-ნამეს" გარკვეული ნაწილისათვის ირანში მოიპოვა პრიზი "წლის წიგნი" და ფირდოუსის პრემია.

ლიტ.: ა ნ დ რ ო ნ ი კ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ნარ­კვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, [ტ.] 1–2, თბ., 1966–96; აღმოსავლური ფილოლოგია - 25, «ქუთაისის ა. წერეთლის სახ. უნ-ტის აღმ. ფილოლ. დეპარტამენტის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნ. სესიის შრომები», ქუთ., 2017; კ ა ც ი ­ტ ა ძ ე  დ., ირანის ისტორიის შესწავლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, «თსუ შრომები», 1976, ტ. 180; სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის სპარსულენოვანი წყა­რო­ე­ბი, «თსუ შრომები», 1979; ტ. 206, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია; ს ი ლ ა გ ა ძ ე  ა., საუნივერსიტეტო აღმოსავლეთმცოდნეობა, ჰუმანიტარულ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის შრომათა კრ.: აღმოსავლეთმცოდნეობა, 4, თბ., 2015; ფ ა ღ ა ვ ა  კ., აღმოსავლეთმცოდნეობის განვითარება, კრ.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1917–1957. თბ., 1957; წ ე რ ე თ ე ლ ი  გ., ფ უ თ უ რ ი ძ ე  გ., აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 30 წლის მანძილზე, «თსუ შრომები», 1976, ტ. 180; ჯ ი ქ ი ა  ს., აღმოსავლეთმცო­დნეობა სა­ქარ­თველო­ში, იქვე, 1959, ტ. 73.

ნ. ბართაია