ირან-ოსმალეთის ომები XVI– XVIII სს., ირანსა და ოსმალეთს შორის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, სავაჭრო-საქარავნო გზებისა და პუნქტების დასაპყრობად გაჩაღებული ომები.
1514–55 ომი სულთან სელიმ I-სა და შაჰ-ისმაილ I-ს შორის. ოსმალეთის წარმატებებმა აიძულა ირანი უარი ეთქვა მცირე აზიის მიმართულებით შეტევაზე და აგრესია სამხრ. კავკასიისაკენ მიემართა. XVI ს. დამდეგიდან ირანი აღმ. სომხეთში გაბატონდა. 1538 გაანადგურა შირვანშაჰების სახელმწიფო, 1551 – შაქის სამთავრო. 1541-იდან დაიწყო შაჰთამაზ I-ის ლაშქრობები ქართლში. 1548–49 სულეიმან I-მა ირანის შაჰის მფარველობაში შესულ სამცხე-საათაბაგოში დროებით დაიკავა თორთუმი, ახჩაყალა და სხვა ციხეები. 1551 შაჰმა დაიბრუნა ხლათი, არჭეში და სხვ. ქალაქები (იხ. ამასიის ზავი 1555). 1578– 9 0 ო მ შ ი ჩილდირის (ჩრდილის) ტბასთან ოსმალებმა დაამარცხეს (1578 წ. 9 აგვ.) ყიზილბაშები, დაიკავეს სამცხე-საათაბაგო და ქართლი, შეუდგნენ შირვანის დაპყრობას. ოსმალეთმა განდევნა ირანი სამხრ. კავკასიიდან. 1 6 0 3 – 1 2 ო მ ი შაჰ-აბას I-მა დაიწყო. 1603–04 მან ოსმალები განდევნა აზერბაიჯანიდან, დას. ირანიდან, 1605 – აღმ. სომხეთიდან, 1606 – ქართლიდან და სამცხე-ჯავახეთიდან, 1607 – შირვანიდან. 1 6 1 6 – 1 9 ო მ ი. ოსმალებმა ისარგებლეს ირანის წინააღმდეგ კახეთისა და შირვანის 1615 აჯანყებით და 1616 დაიწყეს ლაშქრობა. დაიკავეს ყარსი, ალყა შემოარტყეს ერევანსა და ნახიჩევანს, მაგრამ ვერ აიღეს. ამ ბრძოლაში ოსმალები დამარცხდნენ. 1 6 2 3 – 3 9 ო მ ი. 1624 ირანმა ოსმალები განდევნა სამცხე-ჯავახეთიდან, მაგრამ ოსმალეთმა ისარგებლა გ. სააკაძის აჯანყების შედეგად ირანის დასუსტებით და 1625 დაიკავა ახალციხე და ახალქალაქი, თუმცა 1627 ირანელებმა კვლავ დაიბრუნეს ეს ქალაქები. ოსმალები ამ მხარეს საბოლოოდ 1635 დაეუფლნენ (იხ. ზოჰაბის ზავი 1639). 1723–27 ო მ ი. 1723 ოსმალებმა დაიპყრეს აღმ. საქართველო, აიღეს თბილისი, 1724–25 – აღმ. სომხეთი, განჯა-ყარაბაღი, შირვანი, აზერბაიჯანი და სხვ. ოსმალეთის აგრესიული ზრახვებით შეშფოთებულმა რუსეთმა 1722–23 დაიკავა კასპიის ზღვის სანაპირო დარუბანდიდან ენზელიმდე და 1724 ივნ. ხელშეკრულებით ოსმალეთთან ერთად გაინაწილა სეფიანთა სამფლობელო სამხრ. კავკასიაში. 17 3 0 – 3 6 ო მ ი დაიწყო ირანის ფაქტობრივმა მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა. მან განდევნა ოსმალები სამხრ. აზერბაიჯანიდან და დას. ირანიდან. 1734–35 წაართვა მოწინააღმდეგეს ჩრდ. აზერბაიჯანი, აღმ. სომხეთი და აღმ. საქართველო. 1 7 4 3 – 4 6 ო მ ი. 1745 წ. 23 აგვისტოს ნადირშაჰმა დაამარცხა ოსმალები ერევნის დას-ით, მაგრამ წარმატების გამოყენება ვერ შეძლო. 1 7 7 5 – 7 9 ო მ ი. ქერიმ-ხან ზენდიმ ისარგებლა რუსეთთან ოსმალეთის მარცხით და 1775 ლაშქარი გაგზავნა ბასრის დასაკავებლად, რ-იც ამ დროს დიდ როლს ასრულებდა ვაჭრობაში ინდოეთსა და სპარსეთის ყურეს შორის და მეტოქეობას უწევდა ბუშირს. 1776 ხანგრძლივი ალყის შემდეგ, ირანელებმა ბუშირი აიღეს, მაგრამ ქერიმ-ხანის გარდაცვალების შემდეგ, 1779 ქალაქი თვითონვე დატოვეს.
ლიტ.: გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI–XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; ს ვ ა ნ ი ძ ე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1971; მ ი ს ი ვ ე, საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, თბ., 1990; მ ი ს ი ვ ე, ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999; ჩ ო ჩ ი ე ვ ი ვ., ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო, კრ.: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1957.
ვ. ჩოჩიევი