ირან-ოსმალეთის საზავო ხელ­­შეკრულებები

ირან-ოსმალეთის საზავო ხელ­­შეკრულებები XVI–XVIII სს.

1555 ხელშეკრულება (ამასია, 29 მაისი), იხ. ამასიის ზავი 1555.

1590 ხ ე ლ შ ე კ რ უ ­ლ ე ­ ბ ი თ (სტამბოლი, 21 მარტი) ირანმა ცნო ოსმალეთის გაბატონება აღმ. სომხეთში, აღმ. სა­ქარ­თვე­ლოში, აზერბაიჯანსა (არდები­ლისა და თალიშის გარდა) და დას. ირანში. 1612 ხელშეკრულება (სტამბოლი, 20 ნოემბ.). ირანი ცნობდა სულთნის უზენაეს ხელისუფლებას დაღესტანზე, მხარს უჭერდა ოსმ. მოთხოვნას თერგის ციხის დანგრევისა და ჩრდ. კავკასიიდან რუსეთის განდევნის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფორმა­ლუ­რად აღდგა 1555-ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღვრები, ტერიტ. გამიჯვნა ამ პრინციპის საფუძველზე ვერ მოხერხდა, რადგან ოსმალეთმა ჯარი არ გაიყვანა სამცხე-ჯავახეთიდან და მთელი მესხეთი შეინარჩუნა.

1619 ხელშეკრულებამ (სტამ­ბოლი, 29 სექტ.) აღადგინა 1555 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღვრები სათანადო შესწორებებით, კერძოდ, ოსმალეთის სამფლობელოდ გამოცხადდა ახალ­ციხის საბეგლარბეგო (სამ­ცხე-ჯავახეთი) ყველა ციხით, აგრეთვე ყარსი. ახალციხის ნაცვლად ოსმალეთმა ირანს დაუთმო დერნისა და დერთენგის სანჯაყები ბაღდადის მხა­რეში.

1639 ხ ე ლ შ ე ­კ რ უ ლ ე ბ ა (სოფ. ზოჰაბი, 18 მაისი), იხ. ზოჰაბის ზავი 1639. ხელშეკრულება ძალაში დარჩა 1723-მდე. ამ პერიოდში ირანი აგრძელებდა აგრესიას ქართლისა და კა­ხე­თის, ხოლო ოსმალეთი – დას. სა­ქარ­თვე­ლოს წინააღმდეგ. 1 7 2 7 ხ ე ლ შ ე კ ­ რ უ ლ ე ბ ი თ (ჰა­მადანი, 4 ოქტ.) ავღ. მბრძა­ნე­ბელმა ცნო ოსმ. ­გაბატონება დას. და ჩრდ.-დას. ირანში, აგრეთვე სამხრ. კავკასიაში. 1736 ხელშეკრულების (სტამბო­ლი, 17 ოქტ.) თანახმად ირანი და ოსმალეთი უნდა გამიჯნულიყო 1639 ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრის შე­სა­ბა­მისად. მხა­რეები თავს იკავებდნენ მაღალი ბაჟის დაწესებისაგან, ოსმ. ხელისუფლებას უნდა გაეთავისუფლებინა ტყვეები და ა. შ. 1736 ხელშეკრულება ძალაში არ შესულა. 1746 ხ ე ლ შ ე კ რ უ ­ლ ე ბ ა მ (ქერდანი, 4 სექტ.) აღა­დგინა 1639 საზღვარი. მხა­რე­ები ვალ­დე­ბუ­ლებას იღებდნენ, თავი შეეკავებინათ მტრული მოქმედებისგან. 3 წელიწადში ერთ­ხელ გაიმართებოდა ორ სა­ხელმწ. წარმომადგენელთა შეხვედრა „მეგობრობისა და კავში­რის დასადასტურებლად", სავაჭრო საქონელზე ბაჟი უნდა დაეწესებინათ ძვ. ჩვეულებების შე­საბა­მი­სად და სხვ.

ლიტ. იხ. სტ-თან ირან-ოსმალეთის ომები XVI–XVIII სს.

ვ. ჩოჩიევი