ირი

ირი, სოფელი ონის მუ­ნი­ცი­პალი­ტე­ტის წედისის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი), მდ. ჯეჯორის (რიონის მარცხ. შენაკადი) ­მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 1180 მ, ონიდან 15 კმ. 43 მცხ. (2014).

რაჭის 1991 წ. მიწისძვრამდე ი-ში მუ­შა­ობ­და ჩორდის ბარიტის მადნის გამამდიდრებელი ქ-ნა, რ-იც ბარიტის კონცენტრატს აწვდიდა ლაქ-საღებავების მწარმოებელ და ნავთობის მომპოვებელ საწარმოებს.

ი. წყა­როებში პირველად მოიხსე­ნიება XIII ს-ში. სოფელში შემორჩენილია ადრინდ. ფეოდ. ხანის ეკლესია.