ირიგაცია

ირიგაცია (ლათ. irrigatio – მორწყვა, შესხურება), 1. მ ე დ ი ც ი ­ ნ ა შ ი – სამკურნალო პროცედურა, ანთებითი ქსოვილის მოსხურება წყლის ან სამკურნალო ­სითხის ნაკადით. ფართოდ იყენებენ ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში და სხვ. ი-თვის დანიშნულ ცისტოკოპებსა და ურეთროსკოპებს საირი­გაციო ხელსაწყოებს (იარაღებს) უწოდებენ; 2. სოფლის მეურნეობაში – ნაკლებტენიან მიწაზე წყლის სისტემის გა­ყვანა, რაც ზრდის ნიადაგის ფესვთსამყოფელ შრეში ტენის მარაგს. მელიორაციის ერთერთი სახე. იხ. აგრეთვე რწყვა.