ირინოლა, სატრფიალო-საყოფაცხოვრებო შინაარსის სვანური ფერხული ტრაგიკული დასასრულით. მკვლევართა აზრით, ის საქორწილო რიტუალს უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა ეს ფუნქცია დაკარგული აქვს.
სიტყვიერი ტექსტი დედისა და ახალგათხოვილი ქალიშვილის დიალოგს ეფუძნება. ირინოლა არ დაემორჩილა მშობლების მოთხოვნას – უარი თქვას სიყვარულზე, ღამით სახლიდან ფეხშიშველი, უთავსაფროდ, უპერანგოდ გაიპარა და უღელტეხილზე გადასვლისას გაიყინა. სხვა ვარიანტის მიხედვით, უკვე ქმარშვილიანი ირინოლა დედამთილ-მამამთილმა აიძულა, რომ სახლ-კარი მიეტოვებინა. ფერხულში მამაკაცებისა და ქალების განუსაზღვრელი რაოდენობა მონაწილეობს. სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერით. მუს. ზომა 4/4.
ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე ა., ქართულ ცეკვათა განმარტებანი, თბ., 1986; ქართული ფოლკლორი. მასალები და გამოკვლევები, IV, თბ., 1974.