ისააკ მცირე (გ. 1799, თბილისი), XVIII ს. ქართველი სასულიერო მოღვაწე, მწიგნობარი, კალიგრაფი, მესტამბე. მოღვაწეობდა ერეკლე II-ის სტამბაში, სადაც 1751 მისი უშუალო მონაწილეობით დაიბეჭდა „კონდაკი". ი. მ-ის სასტამბო მოღვაწეობა მალე შეწყდა. კათოლიკოს ანტონ I-სა და ზ. გაბაშვილს შორის უთანხმოების დროს ი. მ. უკანაკნელს მიემხრო, რისთვისაც სასტიკად დასაჯეს.
ი. მ-ს გადაწერილი აქვს მრავალი წიგნი. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ორიგინ. და თარგმნილი სატირული ნაწარმოები, სამეცნ. ლიტ-რაში ცნობილი „თაგვებისა და კატის ომის" სახელწოდებით.
წყარო და ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948; ი ო ს ე ლ ი ა ნ ი პ., ცხოვრება მეფისა გიორგი მეათცამეტისა, ა. გაწერელიას რედ., თბ., 1978; კ ა ს რ ა ძ ე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973.
ო. კასრაძე