ისაევი ბორის მიხეილის ძე (1913, მოსკოვი, – 1989, იქვე), ფიზიკოსი, ბიოფიზიკოსი, რადიობიოლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1967), ორგზის სტალინური პრემიის ლაურეატი (1949, 1951). 1935 დაამთავრა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი და მუშაობა დაიწყო ექსპერ. მედ. საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (შემდგომში – სსრკ-ის მედ. მეცნ. აკადემიის ბიოფიზიკის ინ-ტი). იყო ინ-ტის დირექტორის მოადგილე. 1949 მიენიჭა სტალინური პრემია დოზიმეტრის УП–2000Т შექმნისათვის. 1951 გამოუშვეს ამ ხელსაწყოს სამრეწველო სერიები, რ-ის წარმატებული საველე გამოცდების შემდეგ მეორედ მიენიჭა სტალინური პრემია.
1952–54 მუშაობდა სოხუმის ფიზ-ტექ. ინ-ტში დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1954–58 – დირექტორად. 1958–61 იყო სსრკ მეცნ. აკადემიის ბიოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე. 1961–64 მუშაობდა ატომური ენერგიის საერთაშ. კომიტეტში (МАГАТЭ, ვენა), 1965–68 – მოსკ. ფიზიკა-ტექ. და რადიოაქტიური გაზომვების საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (ВНИИФТРИ) დირექტორის მოადგილედ და მეცნიერ-ხელმძღვანელად. 1968–77 იყო სსრკ სახსტანდარტის კომიტეტის თავ-რის მოადგილე მეტროლოგიის მიმართულებით, 1977–89 – ВНИИФТРИ-ის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი.
ი. იკვლევდა რადიოაქტიური გამოსხივების ზემოქმედებას ცოცხალ ორგანიზმებზე. მუშაობდა დასხივებისა და შთანთქმული დოზის ერთეულისა და სახელმწ. ეტალონის შექმნაზე.
თხზ.: Ионизационные методы исследования излучений, М., 1950 (თანაავტ.: В. М. Векслер, А. В. Грошев); Нейтроны в радиобиологическом эксперименте, М., 1967 (თანაავტ. Ю. И Брегадзе).