ისაია მიტროპოლიტი

მიტროპოლიტი ისაია

ისაია მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – ზურაბ მირდატის ძე ჭ ა ნ ტ უ რ ი ა) (დ. 12. IV. 1961, ქ. წალენჯიხა), ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი, სასულიერო მოღვაწე.

სწავლობდა მ. თოიძის სახ. პროფესიულ ტექნიკუმში. 1986 ჩაირიცხა თბილისის თეატრ. ინ-ტში. 1993 ი. მ. შეიმოსა მორჩილის სამოსით. 1994 სვეტიცხოვლის ტაძარში ბერად აღიკვეცა და იმავე წლის 24 აპრილს სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბერ-დიაკვნად აკურთხა. მალევე ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და ასრულებდა მარტყოფის მონასტრის წინამძღვრის მოვალეობას. 1995 ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის ი. მ-ს იღუმენის პატივი მი­ე­ნი­ჭა. იმავე წლის 9 აპრილს ეპის­კო­პო­სის ხარისხი ებოძა და ახლად შექმნილი ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის საჭეთმპყრობელი გახდა. მისი ძალისხმევით ეპარქიაში ამოქმედდა არაერთი ეკლესია-მო­ნასტე­რი. 2000 წ. 28 ნოემბერს მი­ენი­ჭა მთავარეპის­კო­პო­სის, ხოლო 2006 – მიტროპოლიტის პატივი.

2008 აგვისტოში, რუსეთ-სა­ქართვე­ლოს ომის დროს, ცხინვალის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარის შემოჭრის მიუხედავად, ი. მ-მა არ დატოვა ეპარქია და ბოლომდე გაიზიარა სამწყსოს ხვედრი.

მიღებული აქვს წმ. გიორგის პირველი ხარისხის ორდენი (2007) და უმაღლესი სას. ჯილდო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით (2017).

ლიტ.: ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX–XXI საუკუნეები), თბ., 2010.