ისართღელე, უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთხევსურეთის კავკასიონზე, მწვერვალებს – გომღისმაღალსა და მახისმაღალს შორის, მდინარეების ასისა და არღუნის წყალგამყოფზე. სიმაღლე 3461 მ.
აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. ფერდობებზე სუბალპ. და ალპ. ლანდშაფტია.
მ. უთმელიძე