ისარი

ისარი, სასროლი იარაღი. ი-ის შემადგენელი ნაწილებია: ზრო, თბე (ფრთა), კილო და ისრისპირი. ს.-ს. ორბელიანი ასახელებს ცხრა სახის ისარს: სა­ყალნო, სარჩა, ქეიბური, ქიბორჯი, ბოძალი, ყოდალი, ღრჯა, სეფქა, წინ­წკიტელა. ისტ. წყა­როებში დასახელებულია ი-ის სხვა სახეობებიც, მაგ., „უტევანი" (სწრა­ფი და შორს გასატყორცნი ი.), „წამლიანი ისარი", „პირალმასი ისარი", „ჩალხა ისარი" და სხვა.

ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ­შ ი აღმოჩენილი ყველაზე უძველესი ისრისპირები მიეკუთვნება ზედა პალეოლითის ხანას და ­ძვლისგა­ნაა დამზადებული. ნეოლით-ენეოლით­ში ჩნდება კაჟისა და ობსიდიანის, ხოლო მოგვიანებით – სპილენძის, ბრინჯაოსა და რკინის ისრისპირები. ამ პერიოდის ი-ის ზროები არ შემორჩა მათი ორგანული წარმოშობის გამო. ი-ის ზროს სიგრძე დამოკიდებული იყო ­მშვილდის ზომაზე. ჩვეულებრივი ი-ის სიგრძე დაახლ. 50-იდან 75 სმ-მდეა. გარკვეულია ისრისპირების შემდეგი სახეობები: პირგახს­ნილი, რომ­ბისებური, ­პირბრტყელი, ფოთ­ლისებური და სხვ., რაც მიუთი­თებს, რომ ისინი სხვა­და­სხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა (სა­ნადიროდ, სათევზაოდ, ­აბჯ­რის გასახვრეტად, სხეულის დასაზიანებლად, სასწავლოდ და ა. შ.). ბრტყელპირიანი ი., რ-საც ს.-ს. ორბელიანი „სარჩას" უწოდებს, გამოიყენებოდა თევზაობის დროს, მისი ბოლო მშვილდზე იყო მიბმული, რათა გასროლისას წყალში არ დაკარგულიყო; ქეიბური დიდი ზომის ი. იყო და გამოიყენებოდა დიდ ცხოველებზე სანადიროდ.

არსებობდა ორ, სამ და ოთხფრთიანი ი-ები, მაგ., ყოდალი – სამფრთიანი, სეფქა – ფრთამაღალი, საყალნო – ფრთადაბალი და ა. შ. ი. საბრძოლო ხელოვნების უმნიშვნელოვანესი იარაღი იყო, ამიტომაც მისი დამზადება მოითხოვდა სათანადო ცოდნას, რის საფუძველზედაც ჩამოყალიბდა მეისრეობის, ანუ ჯოლბორდის ხელობა.

ლიტ.: გ ვ ა ხ ა რ ი ა  ა., ­კვლავ უტევანის შე­სა­ხებ, ახლო აღმოსავლეთი და სა­ქარ­თვე­ლო, თბ., 1991; ელაშვილი ვ., მშვილდოსნობა, თბ., 1959; სულხან - საბა, ლექსიკონი ქართული, I, თბ., 1991.

მ. ქაფიანიძე