ისარლიშვილი იოსებ ლუკას ძე

ისარლიშვილი იოსებ ლუკას ძე [3 (15). VII. 1862–1920 შემდეგ], რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1914), ლ. ისარლიშვი­ლის ­შვი­ლი.

1882 დაამთავრა რეალური სასწავლებელი, 1884 – ნიკოლოზის კავალერიის სასწავლებელი. მსახურობდა ლაიბგვარდიის ცხენოსან-გრენადერთა პოლკში, გვარდიაში. 1905 მი­ე­ნიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1910–14 მეთაურობდა ასტრახანის მე-8 დრაგუნთა პოლკს. I მსოფლიო ომის (1914–18) დროს მონაწილეობდა ბრძოლებში პოლონეთის ტერიტორიაზე, მოგვიანებით კი გადაიყვანეს კავკასიის ფრონტზე. 1914–15 მეთაურობდა კავკასიის საკავალერიო დივიზიის მე-2 ბრიგადას, 1915–17 – ამავე დივიზიის I ბრიგადას.

დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის (I, II), წმ. ანას, წმ. ვლადიმირის სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით.

მ. გოგიტიძე