ისაყ II ჯაყელი

ისაყ II ჯ ა ყ ე ლ ი, ახალციხის ფაშა 1791–92, ჰასან ფაშას ­შვი­ლი, ისაყ ფაშა I-ის ­შვი­ლი­შვი­ლი.

სულეიმან ფაშას გარდაცვალების შემდეგ, 1791, ახალციხის ფაშობაზე პრეტენზიას ორი რეალური პრეტენდენტი აცხადებდა – სულეიმან ფაშას ­შვი­ლი შერიფი და ჰასან ფაშას ­შვი­ლი ისაყი. ტახტის დაუფლებისთვის ამტყდარი ბრძოლე­ბის შემდეგ სტამბოლმა ფაშობა ისაყს უბოძა. ი. II-ს ჯარმა არტანუჯის პატარა ფაშა შერიფი არტანუჯიდან გააძევა, მაგრამ 1792 პატარა ფაშამ არტანუჯი ­კვლავ დაიბრუნა და ახალციხეზე გაილაშქრა. ისაყს ჯარი (თარაქამები) ერე­კლე II-მაც მიაშველა. შერიფ ფაშამ რიგრიგობით დაამარცხა თავდაპირველად თარაქამები, შემდეგ კი ისაყის ჯა­რე­ბიც და 1792 ივლისში ახალციხეში შევიდა.

1793 ი. II-მ სცადა საფაშოს დაბრუნება, მაგრამ ­კვლავ დამარცხდა და ძმებთან ერთად ტყვედ ჩავარდა. მას გადასახლება გადაუწყვიტეს, თუმცა სიცოცხლის ბოლომდე დოღუბეიაზეთში, თავისსავე აგებულ სასახლეში ცხოვრობდა.