ისა შიხის ძე, ისა იბნ - აშ შეიხ - ა შ - შაიბანი, თბილისის ამირა 870, შაიბანიანთა „სახლის" მეორე ამირა.
დანიშნა ხალიფა ალ-მუთამიდმა ამირა მუჰამედის ნაცვლად. ი. შ. ძ-ის ამირობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ის მალე გაიწვიეს და მის მაგივრად დანიშნეს ამირა აბრაჰამი.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.