ისა-ხანი (გ. 1615), კახეთის მეფე, ალექსანდრე II-ის ვაჟის, გიორგის ძე. აღიზარდა ირანში, შაჰის კარზე.
აბას I-მა 1614, საქართველოში ლაშქრობის დროს, კახეთის მმართველად დანიშნა. ი.-ხ-მა კახეთში ფეხი ვერ მოიკიდა და იძულებული გახდა საქართველოს გასცლოდა. შემდეგში შაჰმა თავის ამალაში ჩარიცხა.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; დათუაშვილი ზ., კაპანაძე მ., კახეთ-ირანის ურთიერთობის ისტორიიდან XVII საუკუნის 20-იან წლებში, ჟურნ. „ქართველური მემკვიდრეობა", X, 2006.