ისიანი სევერიან იოსების ძე (3. V. 1913, სოფ. ზოგიში, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – VI. 1943, დაკრძალულია ბრიანსკის ძმათა სასაფლაოზე), პოეტი.
1936 დაამთავრა ქუთ. ა. წულუკიძის სახ. პედ. ინ-ტი. პირველი ლექსები დაიბეჭდა 1930, პირველი კრებული – 1940. 1941-იდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში, რაც ი-ის პოეზიის მთავარი თემა გახდა („სამშობლო", „მყინვარის გოდება", "ქართლის ზეიმი", 1936; „არ დაკარგულან", 1938), ასევე ომის თემაზეა დაწერილი: „გაანადგურე!", „ყველაფერს ვხედავ" (1942), „ნახვამდის", „საბრძოლო გადაძახილი"(1943) და სხვ. ი–მ ლექსები უძღვნა ქართ. მხატვრული სიტყვის ოსტატებს ("აკაკისადმი", "ვაჟას სტრიქონები", ორივე 1939). აქვს სატრფიალო ლექსებიც („სიყვარულის შემოპარვა", „საყვედური ჩემს საათს", ორივე 1939) და სხვა.
თხზ.: ლექსები, თბ., 1945; ლექსები, თბ., 1949; ყველაფერს ვხედავ. ლექსები, თბ., 1957; შეხბვედრა ქართან, ქუთ., 1981.
ლ. ავალიანი