ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს ს ა მ თ ა ვ ნ ე ლ ი, საეკლესიო მოღვაწე, ერთ-ერთი ასურელი მამა.
საქართველოში მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI ს. შუა წლებში თავის მასწავლებელ იოანე ზედაზნელთან ერთად. თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ – ქართლში. მდ. ლეხურის აღმ-ით, სამთავისის სანახებში, დააარსა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მონასტერი (დაკრძალულია იქვე). ი. ს-ის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში. საქართვ. მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმ. სინოდმა 2005 ი. ს-ის ხსენების დღედ 12 (25) ივნისი დაადგინა.
წყარო: ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ილ. აბულაძის გამოც., თბ., 1955; ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ილ. აბულაძის რედ., წგ. 3–4, თბ., 1968–71.
ლიტ.: ქართველ წმინდანთა ცხოვრებანი, რედ. ს. მიქაბერიძე, თბ. – ათენი, 2003.
ბ. ლომინაძე