ისკარი, სოფელი მესტიის მუნიციპალიტეტში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), ცალგმილის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის მარჯვ. მხარეს.
ეცერის თემის ცენტრი (სოფლები: ი., ბარში, გვალდერი, ებუდი, კალაში, ლადრერი, ლანტელი, ლაშხრერი, უსგვირი, უღვალი, ფხუტრერი, ქურაში, ცალანარი, ჭელირი). ზ. დ. 1560 მ, მესტიიდან 24 კმ. 99 მცხ. (2014).