ისლურა (Luzula), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ჭილისებრთა ოჯახისა. ღერო შეფოთლილია ბრტყელი, ხაზურლანცეტა კიდებეწვიანი ფოთლებით. ნაყოფი ერთბუდიანი და სამთესლიანი კოლოფია. ი-ს 80 სახეობა მეტწილად გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში.
საქართველოში გვხვდება 8 სახეობა, იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლის ტყეებში. ხშირად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ალპურ ხალებზე, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ი. არსად არ ქმნის დამოუკიდებელ ცენოზებს.