ისპიანი, სოფელი ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში – დმანისხევში (ამჟამად ნასოფლარია); მდებარეობს მდ. მაშავრის მარჯვენა მხარეს კაზრეთის ხევში და მიეკუთვნება ბოლნისის მუნიციპალიტეტს.
ი-ში არის სამონასტრო კომპლექსი, ისპიანის სამება, რ-საც გალავანშემოვლებული ნასახლარები ახლავს. მთავარი ტაძარი XIII ს. I მეოთხედს შორის არის აგებული.
შემორჩენილია მოხატულობის კვალი. ადრე იყო ბოლნელი ეპისკოპოსის, ნიკოლოზის წარწერაც. ი. საბარათიანოში შედიოდა და მთელი კაზრეთის ხეობასთან ერთად ეკუთვნოდა ზურაბიშვილთა შტოს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1941.
ლიტ.: დ ო ლ ი ძ ე ვ., კაზრეთის ხეობის ორი ხუროთმოძღვრული ძეგლი, «ძეგლის მეგობარი», 1970, N20; თ ა ყ ა ი შ ვ ი ლ ი ე., სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, «თსუ შრომები», 1953, ტ. 43.
დ. ბერძენიშვილი